LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა კორონავირუსი კონდიცირებამ გაავრცელოს – რას ამბობს პაატა იმნაძე

326
პაატა (1)

კიდევ ერთი განცხადება კონდიციონერების საკითხზე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს კვლევები, რამდენად შესაძლებელია, ვირუსის წვეთი კონდიცირებმა გაავრცელოს.

“ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში”,  – ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, გარდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური ანგარიშისა.

“თავის მხრივ, ამერიკელები ეყრდნობიან ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს, რომელმაც აღწერა ერთი დიდი ეპიდაფეთქება რესტორანში. მას შემდეგ, რაც იმ რესტორანში ყველა ფაქტორი გამოირიცხა, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რესტორანში მყოფი პრაქტიკულად ყველა ადამიანის დაავადებას კონდიციონერმა შეუწყო ხელი. მიმდინარეობს კვლევები, რამდენად შესაძლებელია, რომ ვირუსის წვეთი კონდიცირებამ გაავრცელოს.

ჩვენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვერ ვითამაშებთ. სანამ არ გვექნება მყარი მტკიცებულება, რომ ეს რისკებს არ ზრდის, ეს უნდა დარჩეს ძალაში”,- იმნაძე.

მისი თქმით, ყველა მათი რეკომენდაცია უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ მტკიცებულებას.

“ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როცა პასუხისმგებლობა არ გაქვს. სხვათა შორის, ეს არ ეხება კონდიცირების ყველა სისტემას, მათ შორის სახლში რომ გვაქვს კონდიციონერი. საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებულ კონდიციონერებზე, რომლებიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებენ“, – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g