LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა მძიმე წონებით ვარჯიში – სილამაზის აკადემია

331
გიორგი-ბერიძე

შეიძლება თუ არა მძიმე წონებით ვარჯიში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ფიტნესინსტრუქტორმა გიორგი ბერიძემ ისაუბრა.

შეიძლება თუ არა მძიმე წონებით ვარჯიში?

ხშირად ხდება ისე, რომ დამწყები მოვარჯიშეები უყურებენ მათ, ვინც უკვე დიდი ხანია ვარჯიშობენ და ეჭიდებიან მძიმე წონებს. რეალურად ეს არ შეიძლება. ვარჯიში უნდა დაიწყოთ დაბალი წონიდან და შემდგომ ნელ-ნელა მოუმატოთ წონებს. ყველა დარბაზში არის ფიტნეს ინსტრუქტორი, ამიტომ სასურველია ჯერ მასთან გაიაროთ კონსულტაცია, რომელიც მოგცემთ მიმართულებას და გასწავლით თუ როგორ უნდა ივარჯიშოთ სწორად, რომ არ მიიღოთ არანაირი დაზიანება.

რამდენად განსხვავდება ქალების და კაცების ვარჯიშები ერთმანეთისგან?

დიახ, განსხვავდება, როგორც ვარჯიში, ასე კვებაც. მინდა გითხრათ, რომ კაცებს აქვთ ძლიერი ჰორმონები, რის ხარჯზეც სხვანაირად იწვება კალორაჟი, განსხვავებით ქალებისგან. ამიტომ ქალებს მეტი ძალისხმევა სჭირდება კვებით ასპექტში. რაც შეეხება ვარჯიშებს, ქალებს უფრო მეტად სჭირდება კარდიო ვარჯიშები, იმისთვის რომ სხეული მოვიდეს უფრო მეტად ტონუსში. კაცებს სჭირდებათ მძიმე წონითი ვარჯიშები.

რამდენად უწევ რეკომენდაციას საკვებ დანამატს?

წლების წინ საკვებ დანამატზე არ იყო ამდენი ინფორმაცია და იყო აზრთა სხვადასხვაობა. ახლა უკვე ყველამ იცის რომ პროტეინი არის ჩვეულებრივი ცილა. 21-ე საუკუნეში საკვები დანამატები დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში, იგივე თევზის ქონი საკვები დანამატია, ვიტამინი საკვები დანამატია. შესაბამისად, იგივე დამოკიდებულება უნდა იყოს ცილასთან მიმართებაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები