LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება ვაჭრობდე რუსეთის ბაზარზე, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ სხვა გზა არ გქონდეს და ტყვე გახდე – ქართველი მეღვინე

156
iago

კარგი იქნებოდა რუსეთის თავის ბაზარს პოლიტიკას არ უკავშირებდეს, მაგრამ, რომ დავფიქრდეთ ეს ქვეყანა ბელარუსსაც კი გარკვეულ პროდუქტზე ემბარგოს უწესებს, ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ისე კარგად მოვიქცეთ, რომ ამისგან დაზღვეულები ვიყოთ – ამის შესახებ BMGDRIVE-ს ეთერში კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი აცხადებს.

იაგო ბიტარიშვილის თქმით, შეუძლებელია კომპანიას უნდოდეს თავისუფლება და პარალელურად მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ვაჭრობდეს.

„რუსეთის ბაზარი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, ბიზნესისთვის პროდუქტის გაყიდვა მნიშვნელოვანია. თუმცა მეწარმე არ უნდა იყოს იმდენად დამოკიდებული, რომ საბოლოოდ, სხვა გზა არ რჩებოდეს. თან გინდოდეს თავიუფლება და ამასთან მხოლოდ რუსეთის ბაზარი – არ გამოვა. დიდმა ღვინის კომპანიებმა უკვე დაიწყეს ექსპორტში რუსეთის წილის შემცირება, ეს ბიზნესის დაზღვევაა. ჩემი დამოკიდებულება ასეთია – შეიძლება ვაჭრობდე რუსეთის ბაზარზე, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომ სხვა გზა არ გქონდეს და ტყვე გახდე“ – ამბობს მეღვინე BMGDRIVE-ს ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g