ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა ყველაფერი გააკეთეს, რათა შვილის დაბადების პირველ დღეებში მაინც პრესის ყურადღების ცენტრში არ ყოფილიყვნენ. ინფორმაცია ბავშვის დაბადების შესახებ ცნობილი მხოლოდ ორი კვირის მერე გახდა. ჟურნალისტებმა არ იცოდნენ არც ბავშვის სქესი და არც სახელი, თუმცა რამდენიმე დეტალი ცნობილი გახდა.
31 წლის მოდელსა და 42 წლის მსახიობს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ლეა დე სენ შეიკ კუპერი დაარქვეს. წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამ ფაქტით ისინი უზომოდ გახარებულები არიან.