LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც?” – სამადაშვილის განცხადებას თანაგუნდელები ეხმაურებიან

collage

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან, – ამის შესახებ  ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე წერს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თანდაგუნდელის განცხადებას არაკორექტულად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ოლიგარქის მიერ გაყალბებული არჩვენბი გვააქვს ქვეყანაში.

„შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთი და იგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც. ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს – სანამ ძლიერი ხარ, დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭრეს. აბა სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ მგონი აწი იწყება”, – წერს ნინო კალანდაძე.

ნაკლებად კრიტიკული იყო სამადაშვილის განცხადებასთან მიმართებაში გუნდის კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა. ის ამბობს, რომ გუნდში არის დემოკრატია და შესაბამისად, განასხვაბეული აზრი მათვის მისაღებია.

შეგახსენებთ,

პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილი აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს იმ აქციებში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძე მიესალმებიან, როგორც პრეზიდენტს. მისი თქმით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

“საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო”, — წერს სამადაშვილის ფეისბუქზე.

მისივე თქმით, ის ყველგან და ყოველთვის გააპროტესტებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g