LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს – ვიზები, უძრავი ქონება და ბინადრობა – „ლელოს“ 3-პუნქტიანი ინიციატივა

86
BeFunky-collage (1)

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ხელისუფლებას 3 ინიციატივით მიმართავს.

ოფიციალური მიმართვის თანახმად:

რუსეთის ფედერაციასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართულები არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ

1. უნდა ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი.

2. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი ასევე

3. შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.

პარტიის განმარტებით, სასწრაფოდ გასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რათა სახელმწიფომ საქართველოში შემომსვლელ ვიზიტორთა ნაკადებზე კონტროლი დაიწყოს, ვინაიდან ქვეყანაში სიტუაცია ბევრად რთულად არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

„ქვეყანა დაუცველია საფრთხეების წინაშე“ – „ლელო“ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს

მათივე ინფორმაციით, დღესვე, „ლელოს” საპარლამენტო ჯგუფმა მიმართა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს სადეპუტატო კითხვებით, რათა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროება და საზოგადოებას ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხებზე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც იმაზე 7-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში. შედარებისთვის, 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა – 1 180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე:

კობახიძე: 6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია, ნაშთი, შეიძლება 1 პროცენტიც არ იყოს

„ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“ – კობახიძე სავიზო რეჟიმზე

შსს: ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა

რუსები საქართველოში უკვე თავიანთი ბავშვებისთვის სკოლებს ხსნიან: გია ჭანტურია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g