LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები საქართველოში უკვე თავიანთი ბავშვებისთვის სკოლებს ხსნიან: გია ჭანტურია

325
salome1212

რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლასა და საქმიანობაზე კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ.

“პაპუაშვილის განცხადება რომ ეს არის თითქოს ქსენოფობია, რომ არ მოგვწონს თუ 150 000-ზე მეტი რუსი ჩამოვიდა და აქედან ნახევარზე მეტმა ბინები იყიდა და ბიზნესს არეგისტრირებს, უფრო მეტიც სხვათაშორის სკოლებს აარსებენ.” – აცხადებს ჭანტურია

როგორც გია ჭანტურია ამბობს, რუსები არა პუტინის რეჟიმს, არამედ დასაველთის სანქციებს გამოექცნენ.

“მე რომ მომინდეს ფასიანი სკოლა დაავარსო, მე ამის უფლებას არ მომცემენ და არც ლიცენზიას მომცემენ.” – განაცხადა ჭანტურიამ

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის სავიზრო რეჟიმის შემოღებას „ლელო“ ითხოვს.

გუშინ კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხებზე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც იმაზე 7-ჯერ მეტია, ვიდრე მთელი 2021 წლის განმავლობაში. შედარებისთვის, 2022 წლამდე ერთ წელიწადში მაქსიმალური რაოდენობა – 1 180 კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g