LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხედეთ მათ და დარწმუნდებით, რომ ნაკლები უნდა მოწიოთ: კახა კუკავა “გირჩის” ლიდერებზე

182
FORTUNA.GE- (1)

“სხდომაზე შემოვიდნენ კონკრეტული ამოცანით თუ არა დავალებით, უნდა მოეწყოთ აქ სკანდალი, რომ შემდეგ სამთავრობო ტელევიზიებს გქონოდათ მასალა, რომ ოპოზიციის შეკრებაზე იყო გაწევ-გამოწევა და ხმაური. შეხედეთ იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და დარწმუნდებით, რომ ნაკლები უნდა მოწიოთ. მოწევა, მათ შორის, მარიხუანის არის ჯანმრთელობისთვის თუ არა, აზროვნებისთვის ნამდვილად მავნებელი” – პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე დღეს, ოპოზიციის შეხვედრაზე განავითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პარტია “გირჩის” წევრებს არასერიოზულ ხალხს უწოდებს. კახა კუკავა ამბობს, რომ ზრდილობიან თხოვნაზე – დაეტოვებინათ სხდომა – მათ პროვოკაცია მოაწყვეს.

მიშას თამაშს თამაშობენ: “გირჩის” ლიდერებმა ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

კახა კუკავა, “გირჩის” ლიდერების მიერ შეხვედრის დატოვებას, ყურადღების მიქცევის იაფფასიან მცდელობებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ სხვა მეთოდებისთვისაც მიუმართავთ:

“დღეს ორივე მოსული იყო დაბოლილი და უნდოდათ, როგორც ყოველთვის, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ “პისტოლეტით” დასდევდა და ახლა დღეს მოიგონეს მეორე სისულელე. სინამდვილეში ძალიან მარტივად იყო.

ჯერ ერთი, მოვიდნენ დაუპატიჟებლად. შალვა ნათელაშვილმა ზრდილობიანად სთხოვა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეხვედრა, რის შემდეგადაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ ჯერ უნდა მოგვისმინოთო. მე ვუპასუხე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ მიშას თამაშს ვთამაშობთ, მაშინ, აქ რაღაზე მოდიხართ-მეთქი? ამაზე ჩავარდა ხვიჩია ექსტაზში, რომ აღიარეს მიშას თამაშს თამაშობენო და ამის შემდეგ მოუწიათ სხდომის დატოვება.

იაფფასიანი ტრიუკია ეს და უარესიც უქნიათ ყურადღების მისაქცევად ატოცში. ხელი არავის დაურტყამს, მაგრამ ვთხოვეთ, რომ მათი ადგილი არ იყო”. – აღნიშნა კუკავამ.

შეგახსენებთ, დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრა მალევე დატოვეს “გირჩის” ლიდერებმა. მათ განაცხადეს, რომ შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

დღეს რაც დავინახე, ეს არის ტიტანიკი, რომელსაც უნდა ფოიერვერკის გაშვება, ფოიერვერკი კი იქნება აქციები: რატომ დაატოვეს “გირჩის” ლიდერებმა ოპოზიციის შეხვედრა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ პარტიის ლიდერებს არასერიუზული ხალხი უწოდა:

“მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი”. – განაცხადა უგულავამ.

პარტია “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ კი თქვა, რომ მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ამჯობინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g