LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხვედრის დროს შევამჩნიეთ, აშკარა, ფარული თვალთვალი ჩემ მიმართ“ – ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

388
BeFunky-collage (1)

პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის მიმართ, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალი ხორციელდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ადვოკატთან ერთად ფოტოები წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, მის მიმართ უკანონო თვალთვალს ადასტურებს.

როგორც დეკანოიძემ თქვა, აღნიშნულ საქმეზე სარჩელი საქართველოს პროკურატურაში შეიტანა. მისივე თქმით, თუ შესაბამისი უწყებები ამ საქმით არ დაინტერესდებიან და არ გამოიძიებენ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

“მთელმა საზოგადოებამ ნახა 28-29 და 30 ივნისის მოვლენები, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს ხელს უშლიდა “ქართული ოცნება” და ორგანიზებულად ახვედრებდა მობილიზებულ ჯგუფებს საკრებულოებიდან იმ კამპანიისთვის, რომელიც გვქონდა და რომლის ფარგლებში მოსახლეობას ვესაუბრებოდით, ეს იყო – “წინ ევროპისკენ”. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, როგორც რეპრესიულ რეჟიმს შეეფერება, ჩვენ შევამჩნიეთ, როგორ ხორციელდებოდა ღია, აშკარა, ფარული თვალთვალი პარლამენტის წევრის, ანუ ჩემ მიმართ. მე ეს გადამოწმებული ინფორმაცია გავუგზავნე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოებს, მაშინაც საზოგადოებას ვაცნობე, რომ აუცილებლად გვექნებოდა რეაგირება ფარულ თვალთვალზე, რომელიც ღიად და დაუფარავად ხორციელდებოდა, რაც რეალურად, ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი კონტროლი და ფარული თვალთვალი არის რეპრესიული ინსტიტუტების გამოვლინება, მათ შორის სუს-ის. ამიტომ, დღეს მინდა საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ ჩვენ შეგვაქვს სარჩელი საქართველოს პროკურატურასა და ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს, უნდა იყოს გამოძიების საგანი. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდებიან, მაგრამ ეს საქმე იქნება ის საქმე, რომელიც მათ შორის ევროპულ სასამართლოში იქნება წაღებული იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის წარმომადგენლები არ ჩაერთვებიან აღნიშნულ გამოძიებაში”,- განაცხადა დეკანოიძემ.

აღნიშნულ საქმეზე დეკანოიძის ინტერესებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დაიცავს. როგორც ის აცხადებს, საქმე ეხება ხატია დეკანოიძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებზე სავარაუდოდ, სუს-ის ავტომობილებით უკანონო თვალთვალს.

“მიგვაჩნია, რომ ეს თვალთვალი არის უკანონო, რაც თავის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულს წარმოადგენს, ამიტომ, ამ დანაშაულზე გამოძიება უნდა დაიწყოს და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, მათ შორის პროკურატურაც შეიძლება იყოს ის ორგანო, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მანდატი, რომ გამოავლინოს დანაშაულის სხვადასხვა ნიშნები. ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მანდატს წარმოადგენს უკანონო ფარული თვალთვალის გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენება”,-განაცხადა მარიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g