LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში მარიოტის ბრენდის სასტუმრო აშენდა (ფოტოები)

1315

შეკვეთილში 5 ვარსკვლავიანი მარიოტის ბრენდის სასტუმრო აშენდა. გრანდიოზული და ულამაზესი სასტუმრო სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს.

Paragraph Hotel & Spa Resort-ში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერია, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე აქვს.

როგორც თანაინვესტირების ფონდში “ფორტუნას” განუცხადეს, სასტუმრო დამსვენებლებისთვის უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რომ სასტუმროში ულამაზესი აუზი პირდაპირ ზღვაზეა მოწყობილი, ასევე ფუნქციონირებს ზამთრის ბაღი მინი ჩანჩქერით.

სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

(ფოტოები სოციალურ ქსელში რეზო კაკულიამ გაავრცელა)

გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.

ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, დამსვენებლებს სასტუმრო თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრს ჰპირდება, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებს შესათავაზებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს.

თანაინვესტირების ფონცის ცნობით, სასტუმროს ჯამური საინვესტივიო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები