შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა.
სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. მათ აღნიშნული პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც ხელისუფლება აწყობს.