შეკვეილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით უკვე დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.