საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. შესაბამისად ფესტივალის გახსნის კონცერტის პროგრამაც საზეიმო ხასიათს ატარებს.
საქართველოში პირველად შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შედევრი „სადღესასწაულო მესა“ სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. იგი ბეთჰოვენის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევადაა მიჩნეული. ეს მესა კომპოზიტორმა თავის მფარველსა და მეგობარს – არქიგრაფ რუდოლფ ავსტრიელს მიუძღვნა. ნაწარმოები იქმნებოდა 1819-1823 წლებში, ხოლო პირველად შესრულდა 1824 წლის 7 აპრილს სანქტ პეტერბურგში, თავად ნიკოლაი გალიცინის ეგიდით. მას შემდეგ ეს გრანდიოზული მესა მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური კოლექტივების რეპერტუარს ამშვენებს.
თბილისურ პრემიერას თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებენ მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. სოლისტების რანგში წარდგებიან შესანიშნავი საოპერო მომღერლები – სალომე ჯიქია (საქართველო), ნინო ზაქაიძე (საქართველო), გიორგი ჰანჩარი (უნგრეთი) და რამაზ ჩიქვილაძე (საქართველო).
„შემოდგომის თბილისი“ 17 სექტემბერს გაიხსნება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge.