LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოსვლის დროს, უფრო მეტს იწონიდა.. რატომ უნდათ, პაციენტი რეანიმაციაში მოხვდეს და კიდევ უარესი შედეგი დადგეს, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს“ – „ვივამედის“ დირექტორი საკუთარ განცხადებას განმარტავს

297
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-07T162400.802

„მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია, მოძრაობის შეზღუდვა აღენიშნება და დღეისთვის 77 კილოგრამს იწონის. კლინიკაში შემოსვლის დროს, უფრო მეტს იწონიდა“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ფორტუნას“ განუცხადა.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, რომ „წონის კლება შეიძლება გამოწვეული იყოს მისი ძირითადი დაავადებებიდან გამომდინარე“, რაზედაც მისივე განცხადებით, როგორც უცხოელმა, ისე ქართველმა ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა, შესაბამის დასკვნებს კი, სასამართლო პროცესზე წარადგენენ.

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა „ფორტუნასთან“ მისი გუშინდელი განცხადება განმარტა და თქვა, რომ ის ზოგიერთი მედიის მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„ეს იყო ზოგიერთი ტელეკომპანიის ინტერპრეტაცია. პირველ რიგში, ჩემი დამატებითი განმარტება სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ არასწორად გავრცელებული ინფორმაცია გახდა, თითქოს სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ამას პირდაპირ დეზინფორმაციას დავარქმევდი, არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ შეუგნებლად.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება.“

 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის კვებას, შიმშილობაზე საუბარი არ ყოფილა, პაციენტს შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული. მსგავს შემთხვევაში, ჯანმრთელობის ისტორიაში აისახებოდა. გარდა ამისა, როდესაც პაციენტი შიმშილობას აცხადებს, ამას თავისი პროცედურები აქვს.

მე ვისაუბრე საკვების არასრულფასოვან მიღებაზე. კერძოდ, სასურველი საკვების მისთვის სასურველ პერიოდში მიღებაზე, რაც დღეს  მკურნალმა ექიმმაც დაადასტურა.

ამასთან, არ დამდგარა საკითხი, რომ მისი კვება ზონდით გაგრძელდეს. ესეც ჟურნალისტების ჰიპერაქტიურობის ბრალია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლაბორატორიული კვლევის შედეგები, არ იძლევა ზონდით კვების აუცილებლობას. მით უფრო, ჩემი მხრიდან, იძულებითი კვება ნახსენები არ ყოფილა. ვერ ვხვდები საიდან მოიტანეს, ვინ თქვა? რომელ იძულებით კვებაზეა საუბარი?

თუ ადამიანს ესაჭიროება ზონდის საშუალებით კვება, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ საკვების მიღების დროს ღებინება აღენიშნება, ასეთ დროს გადაწყვეტილებას პაციენტთან შეთანხმებით ვიღებთ, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი არ დგას.

რატომ უნდათ, რომ პაციენტი რეანიმაციაში მოხვდეს და კიდევ უარესი შედეგი დადგეს, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.“ – ამბობს ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება გამოჯანმრთელდეს მიხეილ სააკაშვილი:

„პროგნოზს ვერანაირად ვერ გავაკეთებ. შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ კლინიკა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

დღეისთვის პაციენტი მისთვის საჭირო მკურნალობას იღებს. მკურნალობა საკმაოდ რთული, ორმხრივი პროცესია, გასათვალისწინებელია როგორც საექიმო, ასევე პაციენტის თვალსაზრისი. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის აქტივობა, მკურნალობაში ჩართვის სურვილი და, რა თქმა უნდა, კვების რეჟიმი“. – აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, დგას თუ არა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ „ამაზე ვერაფერს იტყვის“.

ამავე თემაზე:

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g