ინდოეთში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ჰიმალაის მთებში მყინვარის ნაწილის მოწყვეტის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.
დადასტურებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამ დრომდე სულ მცირე 170 ადამიანს ეძებენ.
უტარაკჰანდის შტატის მთავრობის განცხადებით, მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს.
შეგახსენებთ, ინდოეთში ჰიმალაის მთებში მყინვარის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა.
მოვარდნილმა წყალმა და ნაშალმა მასამ გზა და ასევე მშენებელი ელექტროსადგური წალეკა. დაკარგულთა უმეტესობა სწორედ ამ ჰიდროელექტროსადგურზე მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად ჩაიხერგა გვირაბი, რომელშიც ასევე მუშები იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველები მათ ამოყვანას ცდილობენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე ჯარისკაცი და სამხედრო ვერტმფრენი.