LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევით შექმნილმა „მტირალა ცხენმა“ ჩინელების გული დაიპყრო

132
მტირალი ცხენი

ჩინეთის უდიდეს საბითუმო ბაზარში Yiwu International Trade City, ცეცხლოვანი ცხენის წლის დადგომამდე (17 თებერვალი), ერთ-ერთ პატარა მაღაზიასთან ყოველდღე, ახალი წლისთვის უჩვეულო თილისმის შეძენის მიზნით, მომხმარებელთა უშველებელი რიგი დგას.

საქმე ეხება წითელ, მტირალასახიან ფუმფულა ცხენს, კისერზე ოქროს ზანზალაკით. აღნიშნული სათამაშოს ფოტო ჩინურ სოციალურ მედიაში ვირუსულად სწორედ გაზაფხულის ფესტივალის წინ გავრცელდა.

როგორც ირკვევა, „მტირალა ცხენი“ თავდაპირველად ბედნიერი სახის მქონე საახალწლო დეკორაციად იყო ჩაფიქრებული, თუმცა საწარმოო შეცდომამ ღიმილი სევდიან გამომეტყველებად გადააქცია. ამას არ შეუშლია ხელი, რომ ეს სათამაშო ბესტსელერად ქცეულიყო. ჩინელები ხუმრობენ, რომ „მტირალა ცხენი“ თანამედროვე დასაქმებული ადამიანის რეალობას ასახავს, მათი აზრით, სწორედ ასე გამოიყურება ადამიანი სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ „მტირალა ცხენზე“ და ზოგადად, „საყვარლად უშნო“ სათამაშოებზე (მაგალითად, ლაბუბუზე) მზარდმა მოთხოვნამ, მწარმოებელს მტირალასახიანი ფუმფულა ცხენის წარმოების გაგრძელება გადააწყვეტინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g