დუეტ „ლეონის“ წევრი ლევან წვერავა იუბილარია. ლევანის მეუღლე, ნინი კენჭიაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ემოციურ პოსტს ურთავს.
„დღეს ჩემი საკუთარი ადამიანის დაბადების დღეა ის, ვინც მაბედნიერებს ყოველდღე. ლევან წვერავას გაუმარჯოს.
გილოცავ, ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემო სიყვარულო, შენს დაბადების დღეს. შენ ხარ ჩემთვის უდიდესი სითბო, სიყვარული და სიხარული, რომელსაც ირგვლივ ყველა გრძნობს, ვინც ჩვენ კარგად გვიცნობს. შენ ხარ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანი. შენთვის მინდა ყველაზე დიდი ბედნიერება, სიყვარული და ჯანმრთელობა! კიდევ უფრო დიდი წარმატება გველოდება წინ. გისურვებ, რომ ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს, რადგანაც შენ ამას იმსახურებ.
გილოცავ დაბადების დღეს! უსაზღვროდ მიყვარხარ, ნინი“, – წერს ნინი კენჭიაშვილი.
შეგახსენებთ, დუეტი „ლეონი“ მეორე შვილს ელოდებიან.
