ხმაური იყო პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ტერიტორიიდან ერთი პირი გააძევეს, მათი თქმით, პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და ორი დღის მანძილზე სუს-ის მითითებით პროვოკაციებს აწყობს. აქციის მონაწილეებმა პირს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, ისმოდა უცენზურო შეძახილებიც.
“ორი დღეა აქ არის, გავა, ჩაჯდება მანქანაში, მიიღიებს მითითებას, ბრუნდება აქციაზე და აწყობს პროვოკაციას,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი წევრი.
აქციის მონაწილეების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს თავად პარლამენტთან მისული მამაკაცი. მისი განმარტებით, ის არის ირაკლი ხომასურიძე, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს და აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იმყოფება.
