LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ სად გაიზარდე? რა გასწავლეს? ეს ხალხი მტრები იყვნენ თუ უჭკუოები – ზურა ჯაფარიძე პრემიერს მიმართავს

690
FORTUNA.GE (8)

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ქვეყნის პრემიერს მიმართავს.

ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომ მან ჯერ კიდევ 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა დაისჯებოდა ამ ომით, ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„უკრაინის მსგავსად „დაისაჯნენ“ დიმიტრი ყიფიანი, ამბროსი ხელაია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და ათობით ათასი ღირსების მქონე ქართველი.

ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა – საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინაა: პრემიერი

და შენ სად გაიზარდე? რა გასწავლეს? ეს ხალხი მტრები იყვნენ თუ უჭკუოებიო?“. – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები