აზერბაიჯანის ყოფილ ელჩს, ისფანდიარ ვაჰაბზადეს რუსეთში შესვლა 50 წლით აეკრძალა.
ვაჰაბზადემ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ვლადიმირ ჟირინოვსკის ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „ბებერი ვირი“ და „აყროლებული ღორი“ უწოდა
„შენ ყარხარ როგორც ღორი და ყარს შენი ერიც. თქვენი სიმყრალე უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, სუნთქვა შეუძლებელია“, – ასე მიმართა აზერბაიჯანის ყოფილმა ელჩმა ჟირინოვსკის, რომელმაც თავის დროზე შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ ხალხს და მათ ცხვრები უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „ერთაშორის შუღლის გაღვივებისთვის“ ისფანდიარ ვაჰაბზადეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 50 წლით აეკრძალა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარი თქვეს ვაჰაბზადეს სიტყვების კომენტარზე, რაც იმით ახსნეს, რომ ის თანმდებობიდან 2016 წელს გაათავისუფლეს მუშაობაში დაშვებული ხარვეზების გამო.