LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენგენის ზონის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი არ შეუშვეს

625
happy_airlink_customer_ewr

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ასახულია საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება საზღვარზე. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს ჩვენი ქვეყნიდან ყველაზე მეტი ადამიანი, შენგენის ზონის ქვეყნებიდან, გერმანიაში გაემგზავრა – გასვლების რაოდენობამ 7 449 შეადგინა. მეორე პოზიციაზე იტალია იმყოფება 4 172 გასვლით. ტოპ 5-ეულში კი შემდეგი თანმიმდევრობით არიან: პოლონეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი.

რაც შეეხება გასვლებზე უარის თქმას, შშს-ს სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთაზე უარი საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ბევრჯერ იტალიაში ეთქვათ – აქ 39 უარი დაფიქსირდა, მას მოსდევს კვიპროსი – 37 უარით; მე-3 ადგილზე ესპანეთია 27 -უარით, მეოთხეზე- პოლონეთი(25), მეხუთეზე კი-საფრანგეთი (22).

აღსანიშნავია, რომ იანვარში საქართველოს ყველაზე ცოტა მოქალაქე, შენგენის ზონის ქვეყნებიდან, ისლანდიაში გაემგზავრა – აქ მხოლოდ 1 გასვლა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები