LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი სახით საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა“ – კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

142
2026-05-30_23-44-49_738323

­ხვიჩა კვა­რა­ცხე­ლია უკვე ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ორგზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. პარი-სენ ჟერ­მენ­მა ფი­ნალ­ში არ­სე­ნა­ლი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა.

„კვა­რას“ ამ გა­მარ­ჯვე­ბას თბი­ლი­სის მერი, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

„არის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ტი­ტუ­ლე­ბი, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყეა.ძვირ­ფა­სო ხვი­ჩა, გუ­ლით გი­ლო­ცავ ამ უდი­დეს მიღ­წე­ვას!ძნე­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე ის ემო­ცია, რო­მელ­საც დღეს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი გან­ვიც­დით, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი კი­დევ ერთხელ და­ი­პყა­რი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ სა­ფეხ­ბურ­თო სცე­ნა­ზე კი­დევ ერთხელ, ხმა­მაღ­ლა გა­აჟ­ღე­რე.

არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცე, რომ არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და სა­ნი­მუ­შო სპორ­ტსმე­ნი, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ნი­ჭით, შრო­მი­თა და თავ­მდაბ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა.

ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, იმ ახალ­გაზ­რდე­ბის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ხარ, ვინც შენი შემ­ხედ­ვა­რე ოც­ნე­ბას ბე­დავს, ოც­ნე­ბას ისე თა­მა­მად, რო­გორც ერთ დროს შენ ოც­ნე­ბობ­დი!დღეს შენი, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ოც­ნე­ბა მე­ო­რედ ახდა!

გულ­წრფე­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ შენი დღე­ვან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია პი­რა­დად ჩემ­თვის, რად­გან შენი სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს კი­დევ ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი, ვინც ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ტურ­ნი­რის თასი მე­ო­რედ აღ­მარ­თა და ყვე­ლა­ზე მე­ტად კაშ­კა­შებ­და გზა­ზე, რო­მე­ლიც უდი­დეს შრო­მას, ბრძო­ლას, რწმე­ნა­სა და თავ­და­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.გი­სურ­ვებ, რომ მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის, ახა­ლი რე­კორ­დე­ბი­სა და ახა­ლი ტრი­უმ­ფე­ბის წელი იყოს.

მთე­ლი გუ­ლით მინ­და, რომ სწო­რედ შენ გახ­დე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას მე­სა­მედ მო­ი­გებს და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის სა­ხე­ლით კი­დევ ერთ ის­ტო­რი­ულ ფურ­ცელს და­წერს.

რო­გორც აქამ­დეც არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცე, შენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია!

გი­ლო­ცავ ჩემ­პი­ო­ნო“, – წერს კა­ლა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g