შენობების კონდიცირებისა და გათბობისათვის ე.წ. „მწვანე ტექნოლოგიით“ დამზადებული პროდუქტის გამოყენება იგეგმება
ძალისმიერი ფიტნესის ფედერაცია უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით, ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იწყებს. როგორც ”ფორტუნას” ფედერაციიდან აცნობეს, ამასთანავე იგეგმება შენობების კონდიცირებისა და გათბობის სფეროში ინოვაციური პროდუქტის გამოყენება, რომელიც პირველ რიგში გამოყენებული იქნება ახალ სპორტულ დარბაზებში, თუმცა ამავე დროს ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული კომპანიისა თუ ფიზიკური პირისათვის.
”ეს პროდუქტი არის ყოვლად უვნებელი და ადვილად დასაინსტალირებელი ნებისმიერი ტიპისა და ზომის გამაგრილებელ-გამათბობელ მოწყობილობაში. მისი მთელი საექსპლოატაციო პერიოდის განმავლობაში გარანტირებულად იძლევა 2 ტიპის სარგებელს: 20-30 % – ით ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას და აორმაგებს მოწყობილობის საექსპლოატაციო პერიოდს, გამართულად და ეკონომიურად მუშაობის ხარჯზე”, – განაცხადეს ფედერაციაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტის ერთადერთი ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ ძალისმიერი ფიტნესის ფედერაციაა.
ძალისმიერი ფიტნესის ფედერაცია დაარსდა 2013 წელს და აერთიანებს 4 სახეობას: გირის სპორტი, მას-რესლინგი, ბაგირის გადაწევა და კროსფიტი. ფედერაციაში გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკის 200 მდე სპორტსმენი როგორც ვაჟები ასევე გოგონები.