როგორც ცნობილია, ფრანგი დიზაინერი, ტეირი მიუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერის მიერ შექმნილ ტანისამოსს დევიდ ბოუი, ლედი გაგა, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი, ბიონსე, კიმ კარდაშიანი, ირინა შეიკი და სხვა ვარსკვლავები ატარებდნენ. ვარსკვლავების სოციალური ქსელი დიზაინერის ფოტოებმა მოიცვა.
დიზაინერი ტიერი მუგლერი გარდაიცვალა
სამძიმარი არაერთმა ცნობილმა სახემ გამოთქვა, მათ შორის არიან დაიანა როსი, კარდაშიანების ოჯახი, ბიონსე და ირინა შეიკი, სწორედ ამ უკანასკნელის ემოციურმა სიტყვებმა დაიპყრო ინტერნეტსივრცე.
„ძალიან ადრე წავიდა… მოდის ღმერთი… იშვიათობაა ასეთი ნამდვილი, კეთილი, თბილი… შენს რუსს ყოველთვის მოენატრები…“, – წერს შიკი და დიზაინერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.