LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია – “სირცხვილია”

105
BeFunky-collage (24)

“შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია”, – ასე ეხმაურება მოძრაობა “სირცხვილია” პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას.

მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებაში წერს, რომ “გულისამაჩუყებელი” ტექსტების მიუხედავად, საზოგადოებას არც 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნა და არც 20 ივნისის ღამეს უდანაშაულო ადამიანების დარბევა არ დაავიწყდება.

“გულისამაჩუყებელი” ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდიდა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია”. სხვებს კი, ვისაც ამ ქვეყანაში ყველაფრის იმედი დაკარგული გაქვთ, გეტყვით, რომ ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება,” – წერია “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პოპულალურები