ლეგენდარულმა მსახიობმა და რეჟისორმა, კლინტ ისტვუდმა 31 მაისს 95 წლის იუბილე იზეიმა. ცნობილი ხდება, რომ ის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და უკვე ახალ ფილმზეც დაიწყო მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ ისტვუდის ბოლო, 2024 წელს გამოსული ფილმი, „ნაფიცი მსაჯული #2“ ყველას მისი უკანასკნელი ნამუშევარი ეგონა, თუმცა არა, ის აგრძელებს თავის კარიერას.
ავსტრიული გამოცემის Kurier-თან ინტერვიუში ისტვუდმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კინოს ინდუსტრიაში ორიგინალური ისტორიების შექმნაზე და კრიტიკულად შეაფასა ჰოლივუდის „რიმეიქებისა“ და „ფრენჩაიზების“ ტენდენცია. მან თავისი დევიზიც გააჟღერა: „შექმენი რაიმე ახალი ან დარჩი სახლში!“.
რაც შეეხება მის ახალ ფილმს, ახალი კინოპროექტის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
94 წლის კლინტ ისტვუდის ბოლო ფილმი ნაფიც მსაჯულზე, რომლის დასასრულს ვერაფრით გამოიცნობთ
93 წლის კლინტ ისტვუდი ახალი ფილმის გადაღებებზე – კინოლეგენდა მხნედ გამოიყურება


