LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექმენი სამოსი შენი ეროვნული ნაკრებისთვის

48

სპორტის სამინისტრო კონკურსს იწყებს.

ქართველ დიზაინერებს შეუძლიათ, სხვადასხვა სპორტულ სახეობაში მოასპარეზე ეროვნული ნაკრების წევრებისთვის სამოსი შექმნან. ამისთვის მათ ერთი თვის განმავლობაში სამინისტროს უნდა მიმართონ.

საუკეთესო ნამუშევარს ჟიური გამოავლენს.
ახალი პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლებმა თაკო ჩხეიძემ და მაკა კუბუსიძემ.
კონკურსის ფარგლებში დიზაინერებმა უნდა წარმოადგინონ ეროვნული ელემენტების გამოყენებით შექმნილი სპორტული სამოსის ესკიზები, ქართული ტრადიციული ორნამენტებისა და ეროვნული სიმბოლიკის გამოყენებით:

მაისური; პოლო; შარვალი; მოსაცმელი; შორტი; ჩანთა; ზურგჩანთა; პირსახოცი; სპორტული ფეხსაცმელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები