LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა საერთოდ ვერ მეთამაშა“ – უცნობი ისტორია, როგორ დაეხმარა კიტეს ევროპის ჩემპიონატზე ქოჩორას მეგობარი ექიმი

163
BeFunky-collage123412 3 4sdf (6)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გულშემატკივრებს აქამდე უცნობ ისტორიას უზიარებს – როგორ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე თამაში ქოჩორას დახმარებით. ამის შესახებ კიტე GeoTeam-ს უყვება.

ფეხბურთელის თქმით, მან ევროპის ჩემპიონატის უმეტესი ნაწილი გუნდთან ერთად განსაკუთრებული მღელვარებით გაატარა.

„ძაან მინდოდა თამაში, შეიძლებოდა საერთოდ ვერ მიმეღო მონაწილეობა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ქოჩორამ მოიძია თავისი ექიმი, შემდეგ ფედერაციამ ჩამოიყვანა და განსხვავებული თერაპიები ჩამიტარა, რომელიც დამეხმარა, წინ წამწია. ამის შემდეგ მივიღე მონაწილეობა პორტუგალიასთან თამაშში“, – იხსენებს კიტეიშვილი.

ფეხბურთელი ემოციურად იხსენებს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას.

„ეს იყო განსაკუთრებული და ერთთვიანი ზღაპარი – საუკეთესო საფეხბურთო გამოცდილება“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g