გადაცემა „ჩვენ შოუს“ შაბან მამედოვი სტუმრობდა. მომღერალმა გია ბაღაშვილთან ერთად „ყური უგდე საქართველოს“ შეასრულა.
მათმა ნამღერმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
„თქვენ გაიხარეთ ბიჭებო, როგორც მე გამახარეთ, 30 წელია ჩემს საქართველოში არ ვყოფილვარ, ჩემ თბილისში“,
„შაბან, როგორი კარგი შვილი ხარ. გაიხარეთ ვაჟკაცებო“,
„შეუდარებელი მომღერალი, რომლის ადამიანობა საამაყოა“, – წერენ სოციალურ ქსელში.
