LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა ან გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება: გახარია მელიას გირაოზე

123
nika gaxo

პრემიერ-მინისტრი ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებულ პოზიციას ეხმაურება. გიორგი გახარიამ ნიკა მელიას განცხადებებს პოპულიზმი და „პოლიტიკური ხულიგნობა“ უწოდა.

კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა ვიყოთ – ელისაშვილი მელიას გირაოს საკითხს ეხმაურება

მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში: კალაძე მელიაზე

„ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, ეს არის სამართალდამცავი სისტემა, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს, მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით ან შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულოგნობა, ეს ხომ მისი არჩევნის საკითხია! რა შუაშია აქ ან „ქართული ოცნება“ ან პროკურატურა? ამას ხომ არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან, არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომლესაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს მისი ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრება. მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, რაღაც პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა, მეტი არაფერი. არასერიოზულია ეს ყველაფერი“.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკა მელია “ოცნებას”: “ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g