“შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბილწსიტყვაობა სერიოზული პრობლემაა და ამას დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშობაო ალილოს მსვლელობის დროს განაცხადა. მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლეში ორი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, საიდანაც ერთერთი სიტყვით ძალადობას ეხებოდა, რაც მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა.
„პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო განათლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ასევე საუბარი იყო პატრიოტულ აღზრდაზე, რაზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა. კიდევ ერთხელ მინდა პატრიარქს მადლობა გადავუხადო ამ ეპისტოლესთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.