LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევხვდი პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტზე, რომელსაც სამების გუნდი „სიქსტეს კაპელაში“ გამართავს: ილია მეორე

98
ilia meore da salome zuravbiSvili

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც ილია მეორე Twitter-ზე წერს, შეხვედრის დროს კონცერტის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც საპატრიარქოს გუნდი „სიქსტეს კაპელაში“ გამართავს.

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტეს კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.