LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შევროლემ” Silverado-ს და Ford F-150-ის გამძლეობა აგურებით შეამოწმა (ვიდეო)

40

კომპანია ”შევროლემ” Silverado-ს და Ford F-150-ის პიკაპების საბარგულები  ლაბორატიულ პირობებში 26 კლიენტის თანდასწრებით შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ Silverado ბევრად უფრო ”ძლიერია”, ვიდრე მისი კონკურენტი.

საერთო ჯამში კომპანიამ სადილერო ცენტრებში შეძენილი Silverado-ს და F-150-ის 12 წყვილი შეამოწმა. დაზიანებების უკეთ შესაფასებლად, ტესტირების დროს საბარგულებიდან პლასტიკური დამცვები ამოიღეს და 1,5 მეტრის სიმაღლიდან საერთო მასით 374 კილოგრამის აგურები ჩამოყარეს. 12 ცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ Chevrolet Silverado-ს საბარგული მხოლოდ ადგილებში ჩაიჭყლიტა, Ford F-150-ის საბარგულს კი, ნაპრალები და სხვა სერიოზული დაზიანებები გაუჩნდა.  

https://www.youtube.com/watch?v=BTm2F4ysQrE

https://www.youtube.com/watch?v=2-xbFqZpyaw

http://motor.ru/news/2016/06/09/bedimpact/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები