გუდაურში, რამდენიმე კვირის წინ დამწვარი კაფე „ვიტამინის“ აღსადგენად, თანხის შეგროვება დაიწყო. სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილი გვერდი ”Support Vitamin Gudauri / ვიტამინის მხარდასაჭერად“ გამოჩნდა, სადაც საზოგადოებას ყველასათვის საყვარელი კაფის აღსადგენად, მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენმა საზოგადოებამ არაერთი მხარდაჭერის, ერთმანეთის გაძლიერებისა და ერთმანეთის გადარჩენის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა. ხშირად მიფიქრია, რამხელა ძალა აქვს ერთად ყოფნას, ძალების, საშუალებების და სურვილების გაერთიანებას. საზოგადოება ხომ ერთი ადამიანით იწყება და ისევ ერთ ადამიანამდე მიდის. თითოეული ჩვენთაგანის უკან დგას ჯარი და ჩვენ ამ გაერთიანების მთავარი ნაწილი ვართ- მშვიდობის ჯარისკაცები…
სამწუხაროდ, ვიტამინი დაიწვა, მაგრამ არ გამქრალა ჩვენი მოგონებები! შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ადგილს, სადაც ბევრი ზამთარი გაგვიტარებია, სადაც ერთმანეთი გაგვიცნია, შეგვყვარებია და ბევრი თავგადასავალი გადაგვხდენია“, – წერენ გვერდ ”Support Vitamin Gudauri / ვიტამინის მხარდასაჭერად“ შემქმნელები…
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
მიმღები: ტარიელ პატარაია
თიბისი #GE80TB7389445063600033
საქართველოს ბანკი #GE37BG0000000161479633
ლიბერთი ბანკი #GE93LB0711160391290001
შეგახსენებთ, გუდაურში კაფე „ვიტამინი“ 25 მაისს დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. გარკვეული პერიოდის წინ გუდაურში ასევე დაიწვა ცნობილი “ხიჟინა”.

