LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყვიტეთ რუსეთის მიმართ მავნებლური, კაპიტულანტური პოლიტიკა: ლანა გალდავა მმართველ გუნდს მიმართავს

64
ლანა გალდავა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავამ  მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“-  საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით,  დაუყოვნებლივ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ასევე დაიცვას მოსახლეობის უსაფრთხოება და საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები მომავალში არ დაუშვან.

როგორც გალდავა აცხადებს, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი უსაფრთხოების გარემო არათუ საოკუპაციო ხაზს იქით, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც არ არის დაცული. მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობითაა გამოწვეული, რომელიც არაფერს აკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივი დარღვევის საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად.

„დღეს, საქართველოს მოქალაქეს რამაზ ბეღელურს ცხინვალის დანაშაულებრივმა რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, გუშინ დააკავეს ასევე საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი. რამდენიმე დღის წინ ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ირაკლი ბებუას. პატიმრობაში რჩება გენადი ბესტაევი. ოკუპანტები გვივარდებიან სახლში და ძალადობრივი მეთოდებით გვტაცებენ ხალხს, რომლებსაც ან კლავენ, ან უკანონოდ ასამართლებენ,” – აღნიშნავს ლანა გალდავა და მოუწოდებს მმართველ გუნდს – შეწყვიტოს მავნებლური კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც  საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის მიმართულებით მხოლოდ ზიანი მოაქვს, ასევე ახალისებს ოკუპანტს ახალი დანაშაულობების ჩასადენად.

“სასწრაფოდ ჩამოაყალიბეთ გრძელვადიანი სტრატეგია და შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა დეოკუპაციის მიმართულებით, რაც მოიცავს ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებით სამომავლო ხედვას; ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისადმი რეაგირებისათვის მიმართვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების პარალელურად, მოითხოვეთ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო და სხვა) ოკუპირებულ რეგიონებში წარმომადგენლობითი ოფისების ამოქმედება;

“გამოიყენეთ დიპლომატიური, თუ პარტნიორული ყველა გზა, მიმართეთ მეგობარ ქვეყნებს, რომ საერთაშორისო სანქციების სიაში შეიყვანონ საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლები; გაატარეთ კომპლექსური ღონისძიებები კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად, რაც მოიცავს საოკუპაციო ხაზებთან არსებული დასახლებებში მუდმივ პატრულირებას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა წარმომადგენელი ჩვენ უნდა ვიცოდეთ სახეზე, რომ მოვახდინოთ მათი ჩასმა საერთაშორისო სანქციების სიაში. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს საზღვრები ოკუპირებულ რეგიონებში გადის ფსოუზე და როკის გვირაბთან,”- აცხადებს ლანა გალდავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები