LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულმა ინდოელმა  ხუმრობით თვითმფრინავი „გაიტაცა“

139
_107353467_hi053480647

შეყვარებულმა ინდოელმა  ხუმრობით თვითმფრინავი „გაიტაცა“. შემთხვევა დელიდან მუმბაის მიმართულებით მიმავალ რეისზე მოხდა და მამაკაცის დაუფიქრებელი საქციელი ძალიან ცუდად დამთავრდა.

ბირჯუ სალამ თვითმფრინავის ტუალეტში დატოვა წერილი, რომელშიც გატაცებით იმუქრებოდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ბორტზე 12 გამტაცებელი იყო და ისინი შეიარაღებულები და საშიშები იყვნენ. მათი მოთხოვნა მიმართულების შეცვლა და ქაშმირში დაფრენა იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სინამდვილეში ინდოელი ლაინერის გატაცებას არ გეგმავდა და უბრალოდ სიყვარულის გამო იხუმრა. საქმე ისაა, რომ ბირჯუს ბორტგამცილებელი უყვარდა და გოგონა მუდმივად დაკავებული იყო. მამაკაცი იმედოვნებდა, რომ წერილის გამო ავიაკომპანია მუშაობას სამუდამოდ შეწყვეტდა და საყვარელი ქალი უმუშევარი დარჩენოდა, რის შემდეგაც მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად.

თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა და ბირჯუ დააკავეს. შეყვარებულ მამაკაცს საკმაოდ დიდი ჯარიმა დაეკისრა და თან სამუდამო პატიმრობაც მიესაჯა.  დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აუცილებლად გაასაჩივრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g