LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეყვარებულმა წყვილმა შემთხვევით ერთმანეთს ხელი ერთდროულად სთხოვა

159
wedding

ბრიტანელმა შეყვარებულებმა შემთხვევით ერთმანეთს ხელი ერთდროულად სთხოვეს. Wales Online-ის ინფორმაციით, წყვილი ლატვიაში, რიგაში მოგზაურობდა და ეს ამბავიც მაშინ მოხდა.

29 წლის ბი ნიკოლსი და 28 წლის ჯეიმს კავანაჰი დაწყებით სკოლაში ერთად სწავლობდნენ, სხვადასხვა წრეებზეც ერთად დადიოდნენ.
კომუნიკაცია კი მას შემდეგ აღადგინეს, რაც პანდემიის დროს ორივე ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. ბი და ჯეიმსი კარგი მეგობრები გახდნენ, შემდეგ ერთად ვარჯიშიც დაიწყეს. ხოლო, როცა კოვიდ-რეგულაციები დასრულდა, მათი რომანიც დაიწყო.

ნიკოლსი გეგმავდა, რომ შეყვარებულისთვის ხელი რიგაში მოგზაურობის დროს ეთხოვა, ამ დროს კი ჯეიმსიც მზად იყო და ისე დაემთხვა რომ ხელის თხოვნა ორივემ ერთდროულად გადაწყვიტა. საოცარი მომენტის აღბეჭდვა ფოტოგრაფმაც მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები