LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შეყვარებულზე გაბრაზებულმა ქალმა შუა ფრენის დროს ფანჯარა ჩაამტვრია

285
airbrokenwindow

თვითმფრინავის მგზავრმა ზედმეტი ალკოჰოლი მიიღო, შემდეგ ილუმინატორი ჩაამტვრია და ეკიპაჟს მისი ძალით გაკავება მოუხდა. ამასობაში პილოტმა ექსტრემალური დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო.

შემთხვევა ავიაკომპანია Loong Air–ის ბორტზე, ჩინეთში, ქალაქ სინინგიდან იანჩენის მიმართულებით მიმავალ რეისზე მოხდა. როგორც „დეილი მეილი“ იუწყება, 29 წლის ქალმა, გვარად ლიმ, ჩასხდომამდე დიდი რაოდენობით ღვინო მიირთვა. საქმე ისაა, რომ ლის შეყვარებული ფრენამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდა და გულგატეხილმა დარდის გაქარვება ალკოჰოლით სცადა.

ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნასვამი მგზავრის დამშვიდებას ბორტგამცილებლები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ ქალმა ილუმინატორის დაზიანება მაინც მოახერხა. ამ დროს ლაინერი 30 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა და კაპიტანს ფრენის შეწყვეტა მოუხდა.

ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტში დაშვების შემდეგ დებოშირ ტურისტს პოლიცია დახვდა.

ჯერ–ჯერობით უცნობია თუ რა განაჩენი ელის გულნატკენ მგზავრს, თუმცა ჩინური კანონის მიხედვით მსგავსი დანაშაულისთვის 3–დან 10 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g