LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

108
საგრანტო პროგრამა

შიდა ქართლში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტებია:

  • AI IA – პროექტის მიზანია ხელმისაწვდომი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინდივიდუალურად მორგებული სწავლების გამოცდილება. აპლიკაცია, ჩაშენებული AI-ს მხარდაჭერით, განავითარებს მოსწავლეების აკადემიურ შედეგებს, გაუმარტივებს რთული თემების ათვისებასა და უზრუნველყოფს სწავლების მოქნილ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატს.
  • Cordica – სტარტაპი მიზნად ისახავს კარდიოგრამების ანალიზის პროცესის ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით, რაც 99%-ით აჩქარებს ანალიზის დროს, ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკებს 90%-ით, ამარტივებს ექიმების სამუშაოს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის კლინიკურ გადაწყვეტილებებს პაციენტების სიღრმისეული შეფასებისთვის
  • Hatch – სტარტაპის მთავარი ამოცანაა კომპანიებსა და ორგანიზაციებს დაეხმაროს ახალი თანამშრომლების სწრაფ და ეფექტიან ინტეგრაციაში. საქართველოში, სადაც მრავალი ბიზნესი ჯერ კიდევ ტრადიციული მიდგომებით ახორციელებს ტრენინგებს, გუნდის მიზანია შეიქმნას ინოვაციური, ხელმისაწვდომი და ქართული რეალობისთვის მორგებული AI ინსტრუმენტი.
  • Kalme – სტარტაპის მიზანია ინტერაქტიური პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ქართულ-უცხოურ წიგნებს, კომიქსებს, თამაშებსა და საგანმანათლებლო ელემენტებს, მომხმარებელთა ჩართულობის და გააზრების გასაზრდელად.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

Dio magti 5g