LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დარღვევებისთვის დაჯარიმდა

85
Untitled design (2)

შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფებმა შიდა ქართლის რეგიონში 44 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 16 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ახორციელებს და  უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს 500-მდე სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა და 154 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g