LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაიწყო

115

შიდა ქართლის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ კოდისწყაროში სადაც შპს „მექანიზატორის“ ერთმა ერთეულმა კომბაინმა 1 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო. მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შიდა ქართლის რეგიონში შპს „მექანიზატორის“ 23 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g