LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ ბათუმი წელსაც უმასპინძლებს

562
აჭარა

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელსაც ჩატარდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს 1 ივლისიდან კამპანიაში ჩართვისა და რეგიონში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

კამპანიაში რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ აგვისტოს ბოლომდე აჭარაში იმოგზაურონ, შექმნან საინტერესო კონტენტი, გამომწერებს გაუზიარონ და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას ბლოგერებმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ასიათასობით ქართველს გააცნეს. კამპანიაში შარშან 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა.

კამპანიის მიზანი, გასული წლის მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ონლაინ რეგისტრაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით მოუწევს „სამოგზაურო პაკეტი“, რომელშიც წინასწარაა განსაზღვრული აჭარაში მონაწილის მიერ გადასაღები სამთო და საზღვაო ტურისტული ადგილები/ობიექტები.

აუცილებელია, უკვე რეგისტრირებულმა მონაწილეებმა კამპანიის პერიოდში იმოგზაურონ აჭარაში, მოინახულონ „სამოგზაურო პაკეტში” მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე შექმნან აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, შიდა ტურისტების მასტიმულირებელი კონტენტი და განათავსონ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში.

კამპანიის მთავარი პრიზის – 100 000 ლარის მოსაგებად აუცილებელია, მონაწილემ კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა (Reach), რომელიც 10 მილიონს უნდა აღემატებოდეს.

გარდა მთავარი პრიზისა, რომელსაც პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერი მიიღებს, ფულადი საჩუქრები და პრიზები იქნება გათვალისწინებული წვდომების მიხედვით პირველ სამეულში მოხვედრილი ინფლუენსერებისთვისაც.

კამპანიის წესებისა და პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g