LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილობა ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ – შაქარაშვილის და

327
shaq88

გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი არასრულწლოვნის მამის, თამაზ ხომასურიძის მიერ შიმშილობის დაწყებას აბსურდულს უწოდებს.

შიმშილობის დაწყების წინა დღეს თამაზ ხომასურიძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებს.

გადაცემაში ასევე სტუმრად იყო მიწვეული შაქარაშვილის საქმის ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახის ახლობელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩიქოვანი და „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ყველა პირი უდანაშაულოა.

მისი თქმით, დანაშაული შესაძლოა, შაქარაშვილის მეგობრებმა ჩაიდინეს.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მამა პროკურატურასთან შიმშილობს – „მომდევნო ნაბიჯი სუიციდი იქნება“

აღნიშნულ გადაცემის შემდეგ შაქარაშვილის დამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება”, ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე, სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება დიდხანს გაგრძელდეს!

პ.ს. შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია როგორებიც თქვენ ხართ, თუმცა რა შემიძლია გითხრათ, ის, რაც ისედაც არ იცით…“ – წერს ანი შაქარაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები