LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შინ მისულს ჯონი და იოკო იატაკზე დამხვდნენ“ –  ჯონ ლენონის პირველი ცოლი ღალატის სცენას იხსენებს

424
John-Lennon-The-Beatles-Yoko-Ono-Cynthia-Lennon-1216162

ლეგენდარული ჯონ ლენონი და მისი მეორე ცოლი, იოკო ონო რომ ეპოქალურ წყვილად ითვლება, ამაზე არავინ დაობს. მათი ტანდემი მართლაც სრულყოფილი იყო, იოკო ჯონის მუზა და ინსპირაციის წყარო იყო. წყვილმა არერთხელ აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრისას ერთმანეთის მიმართ, ძლიერი ემოციური კავშირი იგრძნეს. ასევე ცნობილია, რომ ჯონი თავის მეუღლეს, სინტია ლენონს ღალატობდა და იოკოს ფარულად, გარკლვეული დროის მანძილზე ხვდებოდა.

სულ ცოტა ხნის წინ,  გამოცემა Express-მა ჯონის პირველი მეუღლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ყვება, თუ როგორ გამოიჭირა მეუღლე ღალატში.

„საბერძნეთიდან დროზე ადრე ჩამოსულს, ჯონი და იოკო იატაკზე დამხვდნენ, ეს მომენტი ჩვენი ქორწინების დასასრული იყო“ – იხსენებს სინტია.

შეგაცხსენებთ, ჯონსა და სინტისას 10 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, მათ საერთო შვილი, ჯულიანი ჰყავთ, ხოლო იოკოსა და ჯონს საერთო შვილი შონი, ლენონის ორივე შვილი მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები