შინაური ცხოველები ბავშვებს ზედმეტი წონისა და ალერგიისგან იცავენ. თუკი ძაღლის შეძენა ყოველთვის გსურდათ, მაშინ ახლა მინიმუმ 2 მიზეზი გაქვთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ.
კანადელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ შინაური ცხოველების დამსახურებით პატარები ჭუჭყსა და ბაქტერიებს ადრეული ასაკიდანვე ეჩვევიან, რაც მათ იმუნიტეტს აძლიერებს. ამის დასამტკიცებლად მედიკოსებმა 300-მდე ჩვილი ბავშვი შეისწავლეს. მათი უმრავლესობა ცხოველთან ერთად, კერძოდ კი ძაღლთან ერთად ცხოვრობდა და ამან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გააუმჯობესა. პატარებს არც ზედმეტი კილოგრამები და არც ალერგია არ აწუხებდათ, რაც სწორედ ოთხფეხა მეგობრების დამსახურებაა.