ჩიკაგოს პოლიცია კვლავ შინეიდ ო’კონორს ეძებს, სამართალდამცველებს ირლანდიელი მომღერლის ოჯახის წევრებმა შეატყობინეს, რომ შინეიდი თავის მოკვლას გეგმავდა.
მათი ინფორმაციით, ო’კონორმა ოჯახის წევრებს დაურეკა და შეატრობინა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა და ხიდიდან გადახტებოდა.
ამერიკული გამოცემა TMZ წერს, რომ მათ აღმოაჩინეს ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა მომღერალს, თუმცა ის ო’კონორი არ აღმოჩნდა,
მომღერალს ბოლო პერიოდში ძლიერი დეპრესია აქვს, ის გასულ თვესაც დაიკარგა და ოჯახის წევრები და მეგობრები შიშობდნენ, რომ თავს მოიკლავდა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს.