ამერიკელი მოდელი კეიტ აპტონი ჟურნალ Sports Illustrated Swimsuit Issue-ს გადაღებების დროს, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულ არუბაზე მიმდინარეობდა, მოულოდნელად დაშავდა: აპტონმა, რომელიც კამერების წინაშე ნახევრად შიშველი პოზირებდა, ტალღის სიმძლავრეს ვერ გაუძლო, წონასწორობა დაკარგა და ლოდიდან პირდაპირ წყალში ჩავარდა.
მოგვიანებით მოდელმა აღიარა, რომ როდესაც გადაღება დაიწყო, მას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, ხოლო როდესაც აღნიშნულ ლოდზე ავიდა, ძალიან ეშინოდა.
შემთხვევა სერიოზული დაზიანებების გარეშე დასრულდა. შესაბსმისი ვიდეო კი მთელს ინტერნეტში გავრცელდა.