„შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება“, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მეტროპოლიტენი მუშაობას 7 იანვრის 00:00-ის ნაცვლად, 03:00 საათზე დაასრულებს.
მერიის ინფორმაციითვე, 6 იანვრის 23:00 საათიდან მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.