„შოკის მომგვრელია, რომ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ფსიქოლოგ მაია ცირამუას დღეს სასამართლოში განსასჯელის სკამზე ვიხილავთ“, – ამის შესახებ მშობელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ასოციაციაციის განცხადებით, „ეს ადამიანები ბავშვების გულმხურვალე მხარდამჭერებად გვეგულება, რაც ჩვენს პროექტებში მონაწილეობით არაერთხელ დაუმტკიცებიათ“:
„ბავშვიან ოჯახებს ისეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც მასწავლებელს სკოლაში მიეჩქარება, ხოლო ფსიქოლოგი სხვა ადამიანების გადარჩენისთვის იბრძვის, სადაც ადამიანებს საყვარელი საქმის ხალისით კეთების სურვილი და შესაძლებლობა აქვთ.
„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ლადო აფხაზავა
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ლადო აფხაზავა წერს.
მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობა არ არის დანაშაული. ჩვენი სოლიდარობა ლადო აფხაზავას, მაია ცირამუას და მათთან ერთად განსასჯელ უდანაშაულო ადამიანებს: ქეთი ფილაურს, გელა მთივლიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ნინო ქათამაძეს, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძეს, ეკა კუხალაშვილს.“ – აღნიშნულია გავრცელებულ ტექსტში.
ინფორმაციისთვის, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი გაიმართება.
ლადო აფხაზავა: „ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო, შეიძლება დაგვაპატიმრონ კიდეც“
ცხრა ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან.
მშობელთა ასოციაციისთვის შოკისმომგვრელია, რომ პედაგოგ ლადო აფხაზავას და ფსიქოლოგ მაია ცირამუას დღეს სასამართლოში…
Posted by მშობლები განათლებისთვის Parents for Education on Sunday 9 February 2025