ლოს-ანჯელესში, InStyle Imagemaker-ის გლამურული ღონისძიება გაიმართა. საღამოს უპირობო ლიდერი გახლდათ 39 წლის არტისტი, ლანა დელ რეი, რომელიც დაქორწინების შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.
ამ დღეს ლანა საოცარი „ლუქით“ გამოჩნდა, მას ღია სპილოსძვლისფერი, ვინტაჟური კაბა ამშვენებდა, რომელიც „ვალენტინოს“ უახლესი კოლექციიდან გახლავთ წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, არტისტი წონაში ძალიან დაკლებულია.
შეგახსენებთ, დელ რეი გასულ თვეს გაბედნიერდა. 39 წლის არტისტი „ალიგატორებზე მონადირეს“, ჯერემი დუფრენს გაჰყვა ცოლად. წყვილმა ლუიზიანაში იქორწინა.
ლანა დელ რეი „ალიგატორებზე მონადირეზე“ დაქორწინდა
ლანა დელ რეი კიმ კარდაშიანის ბრენდის Skims-ის ახალი კოლექციის სახე გახდა